Popular Posts

Saturday, November 20, 2010

ღიმილი დიდი იარაღია

 დღეში რამდენჯერ გავიღიმებთ დამოკიდებულია ადამიანსა და გარემოებებზე, მაგრამ განა ყოველთვის კმაყოფილების გამოსახატავად ვიღიმით? ღიმილი საკმაოდ რთული მოვლენაა და მას ბევრი რამის ახსნა შეუძლია. სიცილს მეცნიერები უკვე ოცი წელია სწავლობენ, ღიმილი კი, ადამიანური გრძნობების უნატიფესი გამოვლენა, ნაკლებადაა შესწავლილი. ადამიანი პირველად იღიმის სიცოცხლის პირველი 30-45 დღის შუალედში, ყველაზე გვიან 3 თვის ასაკში. პატარა ღიმილით გამოხატავს თავის კმაყოფილებას ნაცნობი ადამიანის დანახვისას, ან მელოდიური ხმის გაგონებისას ან ჭამის შემდეგ. 

  პირველ რიგში ღიმილი ტვინში მიმდინარე პროცესია, რომელიც იწყება ჰიპოთალამუსის წინა ზონის აღგზნებით (ჰიპოთალამუსის უკანა ზონის აგზნება იწვევს საწინააღდეგო რეაქციას - უკმაყოფილებას), საიდანაც ნერვული იმპულსები გადაეცემა ლიმფურ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ემოციებზე. კუნთის ტონუსი სუსტდება, სახეზე კმაყოფილების გამოხატულება ჩნდება.

  გაცინებისას მოქმედებაში მოდის 15 კუნთი. გაღიმებისას არანაკლებია საჭირო. თუმცა სხვადასხვაგვარ ღიმილში სხვადასხვა კუნთი მონაწილეობს. ზრდილობიანი ღიმილისას ხდება ტუჩების უბრალოდ გაწევა და იკუმშება ღაწვების კუნთი, ფართო და მხიარული ღიმილისას მოქმედებაში მოდის ქუთუთოების მამოძრავებელი კუნთები. ამასთან სასიამოვნო გრძნობების განცდისას თვალის ირგვლივ კუნთები უნებლიედაც იკუმშება. ამიტომაც ძალიან ძნელია იძულებითი გრიმასის და ბედნიერების ღიმილის გარჩევა.
ღიმილი გამოხატავს იმ გრძნობებს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ. ღიმილი სიცილის მარტივი მსგავსება კი არ არის, არამედ იგი სხვადასხვა სამყაროს გვიხსნის. შეყვარებულის ბედნიერი ღიმილი, მორცხვი ადამიანის შეცბუნებული ღიმილი, შემპარავი ღიმილი. . .

ალერსიანი ღიმილი შეხვედრის ღიმილი ანუ ალერსიანი ღიმილი, რომელიც ერთდროულად აახლოებს და ინარჩუნებს დისტანციას, მას შეუძლია ისე დაგაახლოვოს სრულიად უცხო ადამიანს, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდეთ. “გულწრფელი ღიმილი ეხება ჩვენში ძალიან მნიშვნელოვან გრძნობას - თანდაყოლილ მოთხოვნილებას სიკეთისადმი” - წერს დალაი-ლამა წიგნში “ახალი ათწლეულის ეთიკა”
 
გაბედული ღიმილი - გვმატებს თავდაჯერებულობას
როცა თავს ვაიძულებთ გავიღიმოთ, ამით ვიმახსოვრებთ ჩვენ წარმატებებს და არა დამარცხებებს. ღიმილი გვეხმარება სტრესის დაძლევაში და ცვლილებების მშვიდად მიღებაში.

No comments:

Post a Comment