Popular Posts

Wednesday, November 17, 2010

შიდსი - ჩვენი საუკუნის შავი ჭირი

პროექტის სახელი - შიდსი, ჩვენი საუკუნის შავი ჭირი 


 პროექტის მოკლე აღწერა: გაეცნონ მოსწავლეები შიდსის  დაავადების პრობლემას, რომელიც კაცობრიობას  აწუხებს.გამოიკვლიონ მისი წარმოშობის მიზეზები და შეისწავლონ აღნიშნული   დაავადების მოსალოდნელი შედეგები.

პროექტის  სრული აღწერა: 
 მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და იწყებენ მუშაობას თემაზე.თავდაპირველად მოიძიებენ მასალას აღნიშნული თემის ირგვლივ, განიხილავენ ძირითად პრობლემურ საკითხებს. დაიგეგმება შეხვედრები დაავადების მკურნალ ექიმებთან საკითხის დეტალურად შესასწავლად. მოაწყობენ პიარ-აქციას სკოლაში შიდსის  დაავადებაზე ინფორმირების მიზნით. მოაწყობენ საკითხის საბოლოო დამუშავების შემდეგ პრეზენტაციას ფართო საზოგადოების წინაშე. 


მონაწილეთა ასაკი/კლასი: 15-16 წელი/ X-XI კლასები. 

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები: ინტერნეტის საშუალებით მასალის მოძიება, პრეზენტაციის მოწყობა პროექტორის თანხლებით, ინტერვიუების ჩაწერა, პიარ-აქციის ჩატარება. ფოტო-ვიდეო მასალის მოძიება. კედლის გაზეთების გამოქვეყნება.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან შიდსის დაავადების სიპტომებსა და მისით გამოწვეულ დამანგრეველ შედეგებს. გამოიმუშავებენ პროექტირების უნარს. ისწავლიან აქციების ჩატარების მეთოდებს.გარდა ამისა გახდებიან უფრო კომუნიკაბელურნი და ინფორმირებულნი.

სარგებელი სხვისთვის: მოცემული ბლოგის მეშვეობით დაინტერესებული პირები მიიღებენ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას დაავადების შესახებ და შეეძლებათ თავიანთი აზრების დაფიქსირებაც თემასთან დაკავშირებით.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან და სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - თემის დაწერა  სტილისტურად და გრამატიკულად. გეოგრაფია - დაავადების გავრცელების არეალების მონახვა.  ბიოლოგია - დაავადების იმუნური სისტემის შესწავლა.
გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავება. 

პროექტის ფასილიტატორის სახელი / ელფოსტა: ნანა ზაზანაშვილი/ nanukanuki@gmail.com

პროექტის ვებგვერდი: nanukanuki.blogspot.com 


 

No comments:

Post a Comment